loader

რა ელის 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, რომელმაც აღსაზრდელებს "ქორწილი გადაუხადა"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ელის 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, რომელმაც აღსაზრდელებს "ქორწილი გადაუხადა"?

ბაღის აღმზრდელს სამსახურებრივი საყვედური გამოეცხადება. 56-ე ბაგა-ბაღში მომხდარს ბაღების სააგენტო ეხმაურება. სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვებს შორის იმიტირებული ქორწილის ცერემონია პროგრამა "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის" ფარგლებში განხორციელდა. მათივე განმარტებით, სააღმზრდელო ჯგუფებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ოჯახური დღესასწაულებისა და ტრადიციების საკითხია. გაცნობის პროცესში კი აქტივობები საქორწინო მელოდიის მოსმენას, ცეკვის ელემენტებს და სხვა აქტივობებს მოიცავს. თუმცა, ბაღების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ # 56 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა სწორად ვერ იხელმძღვანელა წიგნში მოემული ინსტრუქციით და თოჯინების მაგივრად აქტივობა ბავშვებს შეასრულებინა , რის გამოც მას სამსახურეობრივი საყვედური გამოეცხადება. ბავშვთა ფსიქოლოგი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცერემონია ბავშვებისთვის, შესაძლოა, ტრავმულიც აღმოჩნდეს.

ასევე იხილეთ:

თბილისში, საბავშვო ბაღში ბავშვებს ქორწილი გადაუხადეს - "გააზიარეთ და თქვენს გარშემო მშობლებს აუხსენით, რომ ეს არის მარაზმი!"

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: "ბავშვების უფლებების შელახვად ცოტა ვერ აღვიქვამ ამ ფაქტს"

"ჩვენთან შეთანხმების გარეშე აქ არაფერი ხდება" - რას ამბობენ მშობლები აღმზრდელის მიერ ბაღში დადგმულ "ქორწილზე"