loader

"ჩვენთან შეთანხმების გარეშე აქ არაფერი ხდება" - რას ამბობენ მშობლები აღმზრდელის მიერ ბაღში დადგმულ "ქორწილზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენთან შეთანხმების გარეშე აქ არაფერი ხდება" - რას ამბობენ მშობლები აღმზრდელის მიერ ბაღში დადგმულ "ქორწილზე"

იმიტირებული ქორწილი და ოთხი წლის ნეფე-პატარძალი ბაღში - თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში განვითარებულ მოვლენებს თავად ბაღის დირექტორი და აღსაზრდელების მშობლები ეხმაურებიან. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული აქტივობა მათთან შეთანხმებით ჩატარდა და მსგავსი ცერემონიების ჩატარების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ნაწილისთვის კი მსგავსი რამ მიუღებელია. ბაგა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა მშობლებისა და ბავშვების მოთხოვნით ჩატარდა, აღმზრდელმა შეცდომა მაინც დაუშვა, როდესაც იმიტირებულ ქორწილში თოჯინების მაგივრად ბავშვებს მიაღებინა მონაწილეობა.

ასევე იხილეთ: რა ელის 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, რომელმაც აღსაზრდელებს "ქორწილი გადაუხადა"?

თბილისში, საბავშვო ბაღში ბავშვებს ქორწილი გადაუხადეს - "გააზიარეთ და თქვენს გარშემო მშობლებს აუხსენით, რომ ეს არის მარაზმი!"

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: "ბავშვების უფლებების შელახვად ცოტა ვერ აღვიქვამ ამ ფაქტს"