loader

თბილისში, საბავშვო ბაღში ბავშვებს ქორწილი გადაუხადეს - "გააზიარეთ და თქვენს გარშემო მშობლებს აუხსენით, რომ ეს არის მარაზმი!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, საბავშვო ბაღში ბავშვებს ქორწილი გადაუხადეს - "გააზიარეთ და თქვენს გარშემო მშობლებს აუხსენით, რომ ეს არის მარაზმი!"

თბილისში, 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღში, ჯგუფში "მზესუმზირები" ბავშვებს ქორწილი გადაუხადეს. გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც "ცერემონიაა" ასახული, "ფეისბუქზე" უამრავი შეშფოთებული მშობელი გამოეხმაურა. ისინი რეაგირებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებენ.

"ეს არის მარაზმი, ხალხო. გააზიარეთ და მშობლებს თქვენს გარშემო უთხარით და აუხსენით, რომ ეს არის სიმახინჯე! "
Facebook
"omg ! ამაზე რომ ინერვიულოთ ტრამპის ნაცვლად, არა?"
Facebook
"@თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, რამ გამოგათაყვანათ ესე? არც ადრე ბრწყინავდით პრინციპში და ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ თავს, რომ გრძლად და დეტალურად არ დამიწერია, რა სირობა ხდება საჯარო ბაღებში, მაგრამ ეს რა უბედურებაა, 4 წლის ბავშვებისთვის მეტი სასწავლებელი ვერაფერი ნახეთ, გარდა იმისა, როგორ აირჩიოს ბიჭმა ცოლი და წარმატებით გათხოვდეს გოგო?"
Facebook
"ანომალია და სადიზმი!! - მეტი არაფერი რომ არ მოგდის თავში მასწავლებელს ზეიმის ან ღია გაკვეთილის დროს("
Facebook

იხილეთ თემაზე: "ჩვენთან შეთანხმების გარეშე აქ არაფერი ხდება" - რას ამბობენ მშობლები აღმზრდელის მიერ ბაღში დადგმულ "ქორწილზე"

რა ელის 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, რომელმაც აღსაზრდელებს "ქორწილი გადაუხადა"?

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: "ბავშვების უფლებების შელახვად ცოტა ვერ აღვიქვამ ამ ფაქტს"