loader

უფრო გაზრდილი და გალამაზებული - სოჭის ოლიმპიადის აღმოჩენა იულია ლიპნიცკაია ყინულს დაუბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უფრო გაზრდილი და გალამაზებული - სოჭის ოლიმპიადის აღმოჩენა იულია ლიპნიცკაია ყინულს დაუბრუნდა

ფიგურულ სრიალში გრან-პრის ტურები მიმდინარეობს. ყველა ელოდა იულია ლიპნიცკაიას დაბრუნებას, რომელმაც სოჭის ოლიმპიადაზე გაბრწყინების შემდეგ თავი ყველას შეაყვარა, თუმცა ამის შემდეგ მისი კარიერა უკან და უკან წავიდა. 2014 წლის შემდეგ იულიას სერიოზული ტურნირები აღარ მოუგია და მან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვა. 18 წლის მოციგურავემ გულშემატკივრებს გული არ დაწყვიტა და ახალ სეზონზე ახალი პროგრამით უშეცდომოდ წარსდგა, რომლისთვისაც 69.25 ქულა დაიმსახურა და ჯერ-ჯერობით მესამე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პირველ ორ ადგილზე ასევე რუსი მოციგურავეები ანა პოგორილაია (73,93) და ელენა რადიონოვა (71,93) არიან.

ასევე იხილეთ: 15 წლის მოციგურავემ ფენომენალური გამოსვლით რუსეთს პირველი ოქრო მოუტანა