loader

16 წლის რუსი მოციგურავე ყინულზე "ფენიქსივით აღსდგა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

16 წლის რუსი მოციგურავე ყინულზე "ფენიქსივით აღსდგა"

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, კანადაში ფიგურულ სრიალში გრან პრის ჩემპიონატი გაიმართა. ქალებს შორის პირველი ადგილი 16 წლის რუსმა მოციგურავემ - ანა პოგორილაიამ დაიკავა 191.81 ქულით, მეორე ადგილზე ამერიკელი ეშლი ვაგნერი გავიდა 186.00 ქულით, ხოლო მესამე იაპონელ სატოკო მაიჰარას ერგო 181.75 ქულით.

Skate Canada-ს გალა-კონცერტზე შთამბეჭდავი ნომერი წარმოადგინა ანა პოგორილაიამ, რომელმაც "ევროვიზიის" გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის სიმღერაზე Rise like a Phoenix ("აღსდექი ფენიქსივით") ისრიალა.