loader

ალკოჰოლი ქალის მკერდის გემოთი და სურნელით - გერმანული ბრენდის პროვოკაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალკოჰოლი ქალის მკერდის გემოთი და სურნელით - გერმანული ბრენდის პროვოკაცია

ალკოჰოლური სასმელების გერმანულმა ბრენდმა "G-Spirits"-მა არყის, რომისა და ვისკის შეზღუდული სერია გამოუშვა. სასმელების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ბოთლებში ჩამოსხმამდე ისინი ქალის მკერდზე ჩამოედინა.

ეს მხოლოდ მარკეტინგული სვლა როდია. ბრენდის მესვეურების თქმით, ეს ჩამოსხმა VIP-კლიენტებისთვისაა განკუთვნილი.

სარეკლამო კამპანიისთვის სასმელების ბრენდმა გლამურული მოდელები მიიწვია. მათ შორის - ალექსა ვარგა, რომელიც "ფლეიბოის" 2012 წლის გოგონაა. სასმლის სარეკლამო სლოგანიც მრავლისმთქმელია: "სასმელი, რომლის თითოეულმა წვეთმა განსაკუთრებული ქალის მკერდზე გაიარა".

პროდუქტი საკმაოდ ძვირადღირებულია: ნახევარლიტრიანი ბოთლის ღირებულება 150-180 დოლარის ფარგლებში მერყეობს.