loader

სამ ძმას ჰორმონალური დარღვევის გამო ქალის მკერდი ჩამოუყალიბდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამ ძმას ჰორმონალური დარღვევის გამო ქალის მკერდი ჩამოუყალიბდა

დომინიკის რესპუბლიკაში მცხოვრები სამი ძმა იშვიათი გენეტიკური დაავადების გამო წლების მანძილზე მეზობლებისა და თანატოლების დაცინვის მიზეზი ხდებოდა. საქმე იმაშია, რომ ჰორმონალური დარღვევის გამო ბიჭებს სრულყოფილად ჩამოუყალიბდათ მკერდი. 17, 12 და 11 წლის ბიჭები დედამ პატარაობისას მიატოვა, მამას კი ოპერაციისათვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა, რის გამოც მან ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლებს მიმართა დახმარებისათვის.

ორსაათიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში გააგრძელებენ ახალგაზრდებზე დაკვირვებას. ამასთან, ისინი მუდმივად მიიღებენ წამლებს ქალური ჰორმონების მოქმედების შესაჩერებლად.

ბიჭები ბედნიერები არიან და ამბობენ, რომ ახლა მათი სრულყოფილი ცხოვრება დაიწყება და ნაკლის გამო აღარავინ დასცინებთ.