loader

"ვსაუბრობთ სომხეთზე, პირველი გვახსენდება ჩურჩხელა" - რუსი წამყვანი და ერევნელი ვაჭრები კულინარიულ შოუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვსაუბრობთ სომხეთზე, პირველი გვახსენდება ჩურჩხელა" - რუსი წამყვანი და ერევნელი ვაჭრები კულინარიულ შოუში

"Мировой рынок, Ереван. Братская любовь" - ეს რუსული კულინარიული გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელშიც გადაცემის წამყვანი ერევნის მთავარ ბაზარში მიდის. ის პროდუქტების დათვალიერების დროს გამყიდველს უახლოვდება და თან ამბობს, რომ ჩურჩხელა ნამდვილი სომხური პროდუქტია. ანალოგიურს ამბობს ყველის გამყიდველთანაც, სადაც გამყიდველი ეუბნება, რომ მას ნამდვილი სომხური პროდუქცია აქვს, მათ შორის, სუჯუკი. დასასრულ კი, ნაბახუსევზე ის ხალხს ხაშის მირთმევას ურჩევს, რომელიც, მათი თქმით, ასევე სომხური კერძია.