loader

რუსი გოგონა, რომელსაც ქართველი შეყვარებული დაეღუპა, საქმროს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი გოგონა, რომელსაც ქართველი შეყვარებული დაეღუპა, საქმროს ეძებს

გადაცემაში "Давай Поженимся" 23 წლის იანა იმ იმედით მივიდა, რომ მისთვის საინტერესო მამაკაცს გაიცნობდა. სანამ გოგონა კანდიდატებს უშუალოდ შეხვდებოდა, მან ისტორია გაიხსენა წარსულიდან. 17 წლის იყო იანა, როდესაც იგი პირველ სიყვარულს შეხვდა. ბიჭი დედით რუსი იყო, ხოლო მამით ქართველი. წყვილს ერთმანეთი პირველივე დანახვისას მოეწონა და მათ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. როდესაც იანა მასთან ერთად თბილისში გამოემგზავრა, გოგონა კარგად არ მიიღეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იანა ყურებამდე იყო შეყვარებული ქართველ ბიჭზე და ქართული ენაც კი შეისწავლა. სწავლის გაგრძელების მიზნით მანდილოსანს ცოტა ხნით მოსკოვში დაბრუნება მოუწია. ამ პერიოდში მას შეყვარებულის მეგობარმა დაურეკა და ტრაგიკული ამბავი ამცნო...