loader

ობამას საუკეთესო მომენტები კამერაში - მშვიდობით, ბატონო პრეზიდენტო! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამას საუკეთესო მომენტები კამერაში - მშვიდობით, ბატონო პრეზიდენტო!

ბარაკ ჰუსეინ ობამა  - აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი. პირველი შავკანიანი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში; ასევე, აშშ-ის სენატის ისტორიის განყოფილების თანახმად, ის მეხუთე აფროამერიკელი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, მესამე, რომელიც სახალხოდ აირჩიეს და ერთადერთი აფროამერიკელი, რომელიც 2008 წლისთვის მსახურობდა სენატში. მეორე ვადით აირჩიეს 2012 წელს.
2007 წლის თებერვალში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ობამა აქცენტს აკეთებს ერაყში ომის დასრულებაზე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდასა და საყოველთაო ჯანდაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტებზე.
1992 წელს დაოჯახდა და ორი ქალიშვილი ჰყავს. დაწერილი აქვს ორი წიგნი-ბესტსელერი: მისი ახალგაზრდობის მემუარი "ოცნებები მამაჩემისგან" და "იმედის გამბედაობა", პირადი კომენტარი აშშ-ის პოლიტიკაზე.