loader

ქართველმა მომღერალმა რუსული შოუს, Большая опера-ს ჟიური აღაფრთოვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა მომღერალმა რუსული შოუს, Большая опера-ს ჟიური აღაფრთოვანა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტმა მარიკა მაჩიტიძემ თავისი ხმით რუსული პროექტის, Большая опера-ს ჟიურის წევრები მოხიბლა.

Большая опера სატელევიზიო კონკურსია, სადაც ახალგაზრდა საოპერო შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას. პროექტის მთავარი მიზანი ნიჭიერი ვოკალისტების აღმოჩენა და მათი პოპულარულად ქცევაა.

Большая опера-ს ახალი სეზონი არხ Россия К-ზე ოქტომბერში გავა, მანამდე კი შესარჩევი ტურები მიმდინარეობდა. სავიზო რეჟიმის გამო ქართველმა მომღერალმა მარიკა მაჩიტიძემ რუსეთში ჩასვლა ვერ მოახერხა და მან ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა ჟიურის წევრებს, სადაც ის ერთ-ერთ ცნობილ არიას ასრულებს.

პროექტის დირიჟორმა დენის ვლასენკომ აღნიშნა, რომ მარიკას ძალიან კარგი ხმა აქვს: "პირველ რიგში, ხმას ვაქცევ ყურადღებას. მისი ვოკალი არაჩვეულებრივია, ლამაზი, ქარიზმატული და მაშინვე გიზიდავს, და ეს ყველაზე მთავარია".

რაც შეეხება არხ Россия К-ს მთავარ რედაქტორ სერგეი შუმაკოვს, მან განაცხადა, რომ მარიკა ამ დროისთვის პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება: "მას, ჩემი აზრით, არა მხოლოდ არაჩვეულებრივი, საინტერესო და მომხიბვლელი ხმა აქვს, არამედ ძალიან ემოციური და მიმზიდველია. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე ამ მონაწილეს ხმას მივცემდი".

p.s. ვიდეო, რომელიც Youtube-ზე გავრცელდა, ცოტა ხარვეზებს შეიცავს.