loader

ლევან ვასაძის სახე "ჩემი ცოლის დაქალებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან ვასაძის სახე "ჩემი ცოლის დაქალებში"

ახალი სეზონიდან ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი პერსონაჟი, მირიან ბარათეონი გამოჩნდა, რომელსაც დათო დარჩია განასახიერებს. მაღალი, მდიდარი, ქარიზმატული, მორწმუნე და პოეზიაზე შეყვარებული მირიანი, რომელიც მონარქიის აღდგენაზე ოცნებობს, მაყურებელმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღო, რაც სოციალურ ქსელებში ინტერნეტ-მომხმარებლების უარყოფითი კომენტარებით დასტურდება.

მაყურებლის დიდმა ნაწილმა ახალ პერსონაჟში ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამოიცნო, რომელსაც მართლა ბევრი რამ აქვს საერთო მირიანთან. როგორც ცნობილია, ბიზნესმენს ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი, წერს ლექსებს და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეა. "მეტად სასარგებლო იქნება, თუ ჩვენთან აღდგება კონსტიტუციური მონარქია. მისი უწმინდესობის მიერ დაყენებული ამ საკითხის მიმართაც ჩვენი ბოლშევიკ-ლიბერალების დამოკიდებულება გულისამრევია", - განაცხადა რამდენიმე თვის წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ბიზნესმენმა.

იხილეთ სტატია ambebi.ge-ზე