loader

მშობლებო, არასდროს მოიქცეთ ასე - აუცილებლად სანახავი სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მშობლებს სიფრთხილისა და ყურადებისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშობლებო, არასდროს მოიქცეთ ასე - აუცილებლად სანახავი სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მშობლებს სიფრთხილისა და ყურადებისკენ მოუწოდებს

"ავტომობილში სიცხისგან მიღებული გულის შეტევით მხოლოდ ამერიკაში 10 დღეში ერთი პატარა იღუპება. 1998 წლიდან დღემდე 575 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპული ბავშვების უმრავლესობა - 73%, 2 წლამდე ასაკისაა... მხოლოდ 15 წუთი გახურებულ მანქანაში და ბავშვის გადარჩენა, შესაძლოა, დაგვიანებულიც იყოს... სხეულის ტემპერატურის მატება ჯერ ორგანოების გათიშვას, რამდენიმე წუთში კი ბავშვის სიკვდილს იწვევს".

ეს სულისშემძვრელი სოციალური ვიდეორგოლი Red Castle Productions-ს ეკუთვნის, რომელმაც იგი მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად გადაიღო. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ უნდა მოიქცეს შემთხვევითი გამვლელი, თუ მანქანაში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პატარას ნახავს, ან რა პირველადი დახმარება უნდა გაეწიოს ბავშვს მზის დარტყმის შემდეგ. რაც შეეხებათ უყურადღებო მშობლებს, მათ ორგანიზაცია, უბრალოდ, ურჩევს, იყვნენ უფრო ფრთხილები და არასოდეს დატოვონ შვილი მანქანაში.