loader

ბიზნესმენმა საკუთარ ვილას გალავნის ნაცვლად აკვარიუმი შემოავლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიზნესმენმა საკუთარ ვილას გალავნის ნაცვლად აკვარიუმი შემოავლო

თურქეთის ქალაქ იზმირში ბიზნესმენმა მეჰმეტ ალი გოკცეგლუმ საკუთარ ფეშენებელურ ვილას, გალავნის ნაცვლად, უზარმაზარი აკვარიუმი შემოავლო.

ბიზნესმენმა დიზაინერებს 50 მეტრი სიგრძის აკვარიუმი 8 წლის წინ ააშენებინა. აკვარიუმში ათასზე მეტი თევზი ბინადრობს. თუმცა მეჰმეტის ოჯახი აბეზარმა ტურისტებმა შეაწუხეს. სახლთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. მეჰმეტს ოცნების აკვარიუმი 21 ათასი დოლარი დაუჯდა. დაქირავებული ჰყავს მუშების ჯგუფი, რომლებიც თევზებს უვლიან და აკვარიუმის სისუფთავეზე ზრუნავენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე