loader

ანჯელინა ჯოლიმ ავღანეთში სკოლის გასახსნელად სამკაულების კოლექცია გაყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლიმ ავღანეთში სკოლის გასახსნელად სამკაულების კოლექცია გაყიდა

ცნობილი მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო პროექტების განვითარებას განაგრძობს. ამჯერად კინოვარსკვლავმა ავღანეთში სკოლა გახსნა. გოგონათა სკოლა 200-300 მოზარდის განათლებას უზრუნველყოფს. დაწესებულება ქაბულთან ახლოს მდებარეობს.

ამ რეგიონში ძალიან ბევრი ლტოლვილი ცხოვრობს და უპირატესობა მამაკაცთა განათლებას ენიჭება. მოსწავლეთა უმეტესობა ღარიბი ოჯახიდანაა.

პროექტის დასაფინანსებლად მსახიობმა საკუთარი დიზაინით შექმნილი სამკაულების კოლექცია Style of Jolie გაყიდა. გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად ჯოლის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე