loader

დუნდულებზე დამკვრელის ახალი "ინსტრუმენტი" - მკერდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუნდულებზე დამკვრელის ახალი "ინსტრუმენტი" - მკერდი

ერთი თვის წინ ჩვენი საიტის საშუალებით გაიცანით პერკუსიონისტი, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტად, არც მეტი, არც ნაკლები, ქალის დუნდულებს იყენებს. ამჯერად მუსიკოსმა ხორხე გონსალესმა, რომელიც ცნობილი ბენდის, Patax-ის ერთ-ერთი წევრია, ჟღერადობა ახალი "ინსტრუმენტებით" გაამდიდრა: ქალისა და მამაკაცის მკერდით და მელოტი თავით.

ახალი ვიდეოკლიპის აღწერილობაში ჯგუფის წევრები გვიხსნიან, რომ ვიდეო არ შეიცავს დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ ელემენტებს. ყველა ადამიანი, ვინც კადრშია ასახული, პროფესიონალი მუსიკოსია და სიშიშვლეც მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოების შექმნას სჭირდება.

"ყველა ადამიანი, ვინც ვიდეოში მონაწილეობს, ზრდასრულია და გაერთიანებულია ერთი მიზნისთვის - შექმნას სიახლე მუსიკაში" - გვატყობინებს Patax-ი Youtube-ზე  გავრცელებული ვიდეოს აღწერილობაში.

ამასთან, ვიდეოში კიდევ ერთ სიახლეს შეამჩნევთ: როგორც აღმოჩნდა, "მთავარი ინსტრუმენტები" (ანუ დუნდულები) მხოლოდ ქალებს არ ეკუთვნით.

იხილეთ: პერკუსიონისტი, რომელიც მუსიკას ქალის დუნდულებისგან ქმნის