loader

Miraval rosé 2012 - ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ღვინო გამოსვლიდან 5 საათში გაიყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Miraval rosé 2012 - ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ღვინო გამოსვლიდან 5 საათში გაიყიდა

ექსკლუზიური ღვინო, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავურმა წყვილმა გამოუშვა, რეკორდულ დროში გაიყიდა. Miraval rosé 2012-ის 6 ათასი ბოთლი, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სადებიუტო ნაწარმია ღვინის წარმოებაში, ინტერნეტში გასაყიდად გამოტანიდან 5 საათში "გაქრა". ყუთის ღირებულება, სადაც 6 ბოთლია, 139 დოლარს შეადგენდა.

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი 2008 წლიდან ფლობს 40 ჰექტარ მამულს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ისინი ვაზს ზრდიან. სადებიუტო ვარდისფერ ღვინოს მალე შეუერთდება წითელი და თეთრი ფერის ღვინოებიც. ჯოლი-პიტის ოჯახმა ღვინის წარმოება მეღვინე მარკ პერინთან ერთად დაიწყო. საერთო ჯამში, ისინი 100 ათასი ბოთლი ღვინის გამოშვებას აპირებენ, რომელსაც სავაჭრო ქსელში ჩაუშვებენ.