loader

"გოგონა გამოძახებით" - როგორ მკურნალობდა დეპრესიას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოგონა გამოძახებით" - როგორ მკურნალობდა დეპრესიას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი

ცნობილმა ამერიკელმა მძლეოსანმა, რეკორდსმენმა და სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიუზი ჰემილტონმა აღიარა, რომ ბოლო პერიოდში დეპრესიიდან თავის დაღწევის მიზნით სექსმუშაკად მუშაობდა. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ის ერთ-ერთმა კლიენტმა ამოიცნო.

44 წლის სპორტსმენი, კელი ლანდის ფსევდონიმით, ელიტარულ კომპანიაში "გოგონა გამოძახებით" მუშაობდა და სხვადასხვა სასტუმროს მდიდარ კლიენტებს ემსახურებოდა. საათში მისი გასამრჯელო 600 დოლარს შეადგენდა.

"ვიცი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი და არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამას ვინმე გამიგებს. შეცდომებს ყველა უშვებს, თუმცა მე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი", - სახალხოდ მოიბოდიშა საკუთარ "ტვიტერზე" ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელსაც დეპრესია ძმის თვითმკვლელობის შემდეგ დაეწყო.