loader

სტივ ჯობსის ტექნოლოგიური ხელოვნების უკანასკნელი ნიმუში - 80-მეტრიანი იახტა Venus - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტივ ჯობსის ტექნოლოგიური ხელოვნების უკანასკნელი ნიმუში - 80-მეტრიანი იახტა Venus

ჰოლანდიის ერთ-ერთ ნავსაშენში დასრულდა 80 მეტრის სიგრძის იახტის მშენებლობა, რომელიც ტექნოლოგიური სამყაროს ნოვატორის, სტივ ჯობსის უკანასკნელი ნამუშევარია. კორპორაცია Apple-ის დამფუძნებელმა იახტის მშენებლობა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მინიმალისტურ სტილში აგებული მცურავი საშუალება თავად ჯობსმა დააპროექტა დიზაინერ ფილიპ სტარკთან ერთად. იახტას Venus უწოდეს, რომაულ მითოლოგიაში სიყვარულის, მშვენიერებისა და ნაყოფიერების ქალღმერთის სახელი.

იახტა მსუბუქი ალუმინისგან და ეკომასალებისგანაა დამზადებული, გემბანი კი სამი მეტრის სიმაღლის მინებითაა გარშემორტყმული.