loader

ხინჩეგაშვილმა ვეღარ მოითმინა და ირანელს სახეში გაარტყა, რის შემდეგ ტურნირიდან მოიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხინჩეგაშვილმა ვეღარ მოითმინა და ირანელს სახეში გაარტყა, რის შემდეგ ტურნირიდან მოიხსნა

ხარკოვში გამართულ მსოფლიოს საკლუბო თასის ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ირანელ მასუდ ესმაელპურს შორის ინციდენტი მოხდა.

61 კგ წონითი კატეგორიის შეხვედრაში ირანელმა რამდენჯერმე აშკარად განზრახ მოარტყა ხელი სახეში ხინჩეგაშვილს. საბოლოოდ ლადომ თავი ვეღარ შეიკავა და მეტოქეს ხელი დაარტყა.
საბოლოოდ ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა, ხოლო ხინჩეგაშვილის გუნდმა, ამერიკულმა "ტიტან მერკურიმ" ფინალი ანგარიშით 3:2 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობდა ქართული კლუბი "ჩემპიონიც", რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა.

წყარო: sportall.ge