loader

უბედური შემთხვევის კადრები რიოს პარაოლიმპიადიდან: ირანელი ველოსიპედისტი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევის კადრები რიოს პარაოლიმპიადიდან: ირანელი ველოსიპედისტი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა რიოს 2016 წლის პარაოლიმპიადაზე. ირანელი ველოსიპედისტი სარაფრაზ ბაჰმან გოლბარნეზადი შეჯიბრის დროს შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. მსგავსი ტრაგედია პარაოლიმპიურ თამაშებზე 1960 წლის შემდეგ არ მომხდარა. საერთაშორისო პარაოლიმპიური თამაშების პრეზიდენტმა, ფილიპ კრავენმა მომხდარის შემდეგ ღონისძიებას ტრაგედიის დღე უწოდა და ირანელ კოლეგებს მიუსამძიმრა. საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადებით, 48 წლის სპორტსმენი კლდოვან სისტემაში შეჯიბრისას გარდაიცვალა. ორგანიზაციის ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე სწრაფად მივიდა, მაგრამ სპორტსმენის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. შემთხვევის შემდეგ ოლიმპიურ სოფელში ირანის დროშა დაუშვეს. პარაოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გარდაცვლილი ბაჰმან გოლბარნეზადის ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ.