loader

კურიოზი ჩოგბურთის მატჩზე: ფედერერს დაავიწყდა, რომ თამაში მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კურიოზი ჩოგბურთის მატჩზე: ფედერერს დაავიწყდა, რომ თამაში მოიგო

გერმანიაში, ქალაქ ჰალეში მამაკაცთა შორის Gerry Weber Open-ის საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას როჯერ ფედერერიც იღებს, რომელმაც ფინალში გააღწია. ნახევარფინალი შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, იაპონელ კეი ნიშიკორესთან გამართა და ანგარიშით 6:3, 7:6 მოიგო.

მატჩის ბოლოს კურიოზი მოხდა. როჯერ ფედერერს ორი მატჩპოინტი ჰქონდა და მატჩზე აწოდებდა. ნიშიკორემ შეცდომა დაუშვა და ბურთი ბადეს მოარტყა. შედეგად, ანგარიში მეორე სეტში 7:6 გახდა, თუმცა როჯერს გადაავიწყდა რომ თამაში მოიგო და კვლავ საწყის ადგილს დაუბრუნდა, იაპონელი ჩოგბურთელი კი ბადესთან წავიდა ხელის ჩამოსართმევად.