loader

ორი უძლიერესი წყვილის დაპირისპირება ოქროს მედლისთვის სოჭის ოლიმპიადაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი უძლიერესი წყვილის დაპირისპირება ოქროს მედლისთვის სოჭის ოლიმპიადაზე

16 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე, ფიგურულ სრიალში წყვილებს შორის მოკლე პროგრამა გაიმართა. ყინულზე სულ 24 წყვილი გამოვიდა. მათგან მხოლოდ 20-მა გაიარა კვალიფიკაცია.

დღის მთავარი ინტრიგა კანადის წარმომადგენლების - ტესა ვირტუეს, სკოტ მოიერის და აშშ-ის წარმომადგენლების - მერილ დევისის და ჩარლი უაიტის გამოსვლა იყო. ორი ქვეყნის წარმომადგენლები დიდი ხანია ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებიან. 4 წლის წინ, ვანკუვერში ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ტესამ და სკოტმა მოიპოვეს, ხოლო მეორეზე მერილი და ჩარლი გავიდნენ. წელს სოჭის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებებში უფრო კარგად ამერიკელებმა იასპარეზეს და მეორეზე კანადელები გავიდნენ. ახლაც დიდი მოლოდინი იყო, რომელი წყვილი მიიღებდა უფრო მაღალ ქულებს.

თავდაპირველად ყინულზე ტესა და სკოტი გამოვიდნენ. მათ შესანიშნავად ისრიალეს და ყველა კომპონენტი ჟიურიმ მეოთხე დონედ შეაფასა. წყვილმა მოკლე პროგრამისთვის 76.33 ქულა დაიმსახურა.

ყველაზე ბოლოს მერილ დევისი და ჩარლი უაიტი გამოვიდნენ ყინულზე. მათ უშეცდომოდ შეასრულეს პროგრამა, ყველა კომპონენტი უმაღლესი დონით (მეოთხე) შეფასდა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს. მოკლე პროგრამისთვის მათ 78.89 ქულა დაიმსახურეს. შედეგად პირველ ადგილზე ამერიკელები არიან, მათ ორი ქულით ჩამორჩებიან კანადელები, ხოლო მესამეზე - რუსები. 17 თებერვალს, თავისუფალი პროგრამის შემდეგ გადაწყდება, რომელი წყვილი გახდება ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი.

აღსანიშნავია, რომ კანადელ და ამერიკელ წყვილებს ერთი მწვრთნელი ჰყავთ - რუსი ქორეოგრაფი მარინა ზუევა.