loader

ელიტური მეძავი, რომელთან ერთმა ღამემ ფრანკ რიბერი სასამართლომდე მიიყვანა (+16) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელიტური მეძავი, რომელთან ერთმა ღამემ ფრანკ რიბერი სასამართლომდე მიიყვანა (+16)

ფრანკ რიბერის სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუწევს. იწყება პროცესი, რომელზეც 30 წლის ფრანგ ფეხბურთელს ჯერ ადვოკატი წარმოადგენს, მაგრამ მალე თავად ფეხბურთელსაც დაიბარებენ.

საქმე ეხება 2009 წელს მომხდარ ფაქტს, როცა რიბერიმ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებში პოპულარული მეძავი ზაჰია დეჰარი მიუნხენში დაპატიჟა და ერთ ღამეში 5 ათასი ევრო გადაუხადა.

საქმე იმაშია, რომ ელიტური ესკორტ-გოგონა მაშინ 17 წლის იყო, არასრულწლოვანთან სექსი კი, საფრანგეთის კანონმდებლობით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 45 000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.

ზაჰია ახლა უკვე 21 წლისაა, სახელი გაითქვა და დიზაინერად მუშაობს. რიბერი კი კვლავინდებურად ირწმუნება, წარმოდგენა არ მქონდა, რომ მაშინ არასრულწლოვანი იყოო.

www.sportall.ge