loader

თბილისელი მძღოლების მოძრაობის დარღვევის ამსახველი ვიდეოკოლექცია - რეგისტრატორით გადაღებული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისელი მძღოლების მოძრაობის დარღვევის ამსახველი ვიდეოკოლექცია - რეგისტრატორით გადაღებული კადრები

რამდენიმე დღის წინ Palitratv.ge-მ მაყურებელს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გადაღებული მოძრაობის წესების დარღვევის ამსახველი კადრები შესთავაზა.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მუდმივად ახსოვდეთ, რომ სწორედ მოძრაობის წესების ერთი შეხედვით უმნიშვნელო დარღვევასაც კი, შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს.

ამჯერად წარმოგიდგენთ მორიგ ვიდეოს, რომელშიც გამოყენებულია ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძის მიერ სხვადასხვა დროს, ვიდეორეგისტრატორით დაფიქსირებული კადრები, რომლებზეც მძღოლების მიერ მოძრაობის წესების უხეში დარღვევებია ასახული.

Palitratv.ge სამომავლოდაც სისტემატურად დააკვირდება:
  • მძღოლებს, რომლებიც არღვევენ მოძრაობის წესებს;
  • რომლებიც საჭესთა ტელეფონზე საუბრობენ;
  • რომლებიც ბავშვებს სპეციალური სავარძლის გარეშე გადააადგილებენ;
  • ქმნიან საავარიო სიტუაციებს...
გახსოვდეთ, მართავდე საჭეს ნიშნავს, მართავდე შენს და სხვების სიცოცხლეს!