loader

პროფკავშირები მეზღვაურთა უფლებების დასაცავად ორი კონვენციის რატიფიცირებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროფკავშირები მეზღვაურთა უფლებების დასაცავად ორი კონვენციის რატიფიცირებას ითხოვს

პროფკავშირების გაერთიანება ქართველ მეზღვაურთა უფლებების დასაცავად საქართველოს ხელისუფლებას ორი კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს.

"პირველი - "ზღვაოსნობაში შრომის შესახებ" კონვენციაა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2006 წელს იქნა მიღებული. კონვენციას საქართველოს მთავრობაც უერთდება, მაგრამ იმისთვის, რომ ის კანონად იქცეს, 30 ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას იმუშაოს შესაბამის ქვეყნებთან, რათა ეს კონვენცია იმ სახელმწიფოებისთვისაც ვალდებულად იქცეს, სადაც ჩვენი მეზღვაურები სამუშაოდ მიემართებიან.

რაც შეეხება მეორე კონვენციას, მოვითხოვთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 185-ე კონვენციის რატიფიცირებასაც, რომელიც მეზღვაურთა პირადი დოკუმენტაციის გაყალბების შესაძლებლობას გამორიცხავს", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, მთავრობამ უნდა გააკონტროლოს იმ საკრუიზო კომპანიების საქმიანობაც, რომლებიც ქართველ მეზღვაურებს დასაქმებას სთავაზობენ. ასევე შეიქმნას ე.წ. შრომითი ბირჟა, რომ სახელმწიფოსთვის ცნობილი იყოს სად მიემართება ესა თუ ის მეზღვაური.

მისივე განმარტებით, ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მეზღვაური გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი პროფკავშირებს არ აქვს, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში აღნიშნული სახის პრობლემები არსებობს.