X
აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს
11:52 / 08-01-2017
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს:
"2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.
გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს. აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია" - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წელს დაგეგმილია კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ბიჭმა შეყვარებულს ისეთი რამ გაუკეთა, რაც თქვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროთ
ნახეთ, რას იპარავდა გოგო მაღაზიიდან - მისმა  საქციელმა მამაკაცები "გააგიჟა"
შეიარაღებული ქართველების დაკავების კადრები კიევში
გურჯაანელი კაცის "შტოფის" თანხლებით შესრულებული სიმღერა სიყვარულზე
ნახეთ, როგორ მოექცა ბიჭი მოღალატე შეყვარებულს
როგორ გადაარჩინა სასკოლო ავტობუსის მძღოლმა 29 მოსწავლე ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან - კადრები შემთხვევის ადგილიდან
შემზარავი კადრები მესტიიდან, სადაც ძაღლებს ერთმანეთი დააჭმევინეს: "დაგლიჯე, ბოლომდე, მიდი, ეცი..." (+18)
Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო ხალხს შოკში აგდებს: გაცოცხლებული თოჯინა და მოძრავი ავეჯი