loader

"ისიამოვნეთ, ის უკანასკნელად თამაშობს თქვენთვის!..." - განო მელითაური კოტე თოლორდავას ბოლო ფილმიდან ნაწყვეტს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისიამოვნეთ, ის უკანასკნელად თამაშობს თქვენთვის!..." - განო მელითაური კოტე თოლორდავას ბოლო ფილმიდან ნაწყვეტს ავრცელებს

მალე ორი წელი გავა, რაც მსახიობი კოტე თოლორდავა აღარაა. მისი მეუღლე განო მელითაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე თოლორდავას ბოლო ფილმიდან ფრაგმენტს აზიარებს ემოციური მინაწერით:
"ყველას, ვისაც გახსოვთ და გენატრებათ
ყველას, ვისაც გჯეროდათ მისი
ქარიზმატული, გამორჩეული, უნიჭიერესი კოტე თოლორდავას ტრაგიკულად დასრულებული, მაგრამ ახდენილი ოცნება!
ისიამოვნეთ, ის უკანასკნელად თამაშობს თქვენთვის!
სამწუხაროდ, მოუწიათ სცენების ამოღება, ფილმში შევიდა მხოლოდ ის ეპიზოდები,რისი გადაღებაც უბედურ შემთხვევამდე მოესწრო...................................." - წერს განო მელითაური.
ფილმი Млечный путь, რომლის გადაღებებზეც კოტე რუსეთში იმყოფებოდა, საბედისწერო გამოდგა მსახიობისთვის. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე ყოფნისას, 35 წლის მსახიობი 11 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა. ფილმში კოტესთან ერთად ცნობილი რუსი მსახიობები, სერგეი ბეზრუკოვი და მარინა ალექსანდროვა მონაწილეობენ.
კოტე თოლორდავას ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდმაყურებელთა თეატრებში, ასევე, "თეატრ ათონელზე". რაც შეეხება კინოროლებს, მაყურებელი მას იცნობს რამდენიმე ფილმიდან და სერიალიდან, მათ შორის: "ჩემი ცოლი დაქალები"; "გამვლელი ენი", "ჟანგის კაცი" და სხვა.