loader

ამბავი თბილისური საცობიდან: კაცმა მანქანა შუა გზაზე მიატოვა და გაუჩინარდა... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამბავი თბილისური საცობიდან: კაცმა მანქანა შუა გზაზე მიატოვა და გაუჩინარდა...

20:00 საათზე, როდესაც თბილისის თითქმის ყველა ქუჩა გადაჭედილია, განსაკუთრებით კი, ცენტრალური ქუჩები, მამაკაცმა მელიქიშვილის ქუჩაზე ავტომობილი შუა გზაზე მიატოვა და გაუჩინარდა. როგორც ჩანს, მძღოლს ავტომობილმა უმტყუნა, რაზეც ჩართული "ავარიულებიც" მეტყველებს, თუმცა მისმა ამ ქცევამ ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ადგილზე მალევე მივიდა პატრულიც, რომლის არაერთი მცდელობა, ეპოვა გაუჩინარებული მძღოლი, უშედეგოდ დასრულდა. მძღოლი კი, მიტოვებულ ავტომობილთან თითქმის 1 საათის შემდეგ დაბრუნდა.

კადრები Palitratv.ge-ს ჟურნალისტმა გადაიღო.