loader

18 წლის რუმინელი გოგონა ალექსანდრა ხეფრენი აპირებს საკუთარი ქალწულობა გაყიდოს მასზე, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის სექსუალურ კავშირში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის რუმინელი გოგონა ალექსანდრა ხეფრენი აპირებს საკუთარი ქალწულობა გაყიდოს მასზე, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის სექსუალურ კავშირში

უჩვეულო აუქციონი მიმდინარეობს სააგენტო Cinderella Escorts საიტზე, რომლის დახმარებით თინეიჯერ მოდელს აუქციონზე საკუთარი ქალწულობა გამოაქვს და მას საწყის ფასს - მილიონ ევროს ადებს.

"ველოდებოდი, როდის გავხდებოდი 18 წლის, რომ ქალწულობის გაყიდვა შემძლებოდა. ამ ფულით შევძლებ ვიმოგზაურო, კარგ უნივერსიტეტში ვისწავლო, ჩემს მშობლებს, რომლებიც ძალიან გაჭირვებულები არიან, ბინა ვუყიდო. ბევრი გოგონა თავის ქალწულობას ისეთ კაცზე გასცემს, ვინც მათ შემდეგ გულს სტკენს და მარტოს ტოვებს. მე მირჩევნია, ჩემი პირველი სექსუალური აქტით ნათელი მომავალი შევიქმნა" - აცხადებს გოგონა პრესასთან საუბრისას.

ალექსანდრამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს იდეა ფილმ "უხამსი წინადადების" ყურებისას მოუვიდა. ფილმში ცოლ-ქმარს ვუდი ჰარელსონი და დემი მური განასახიერებენ. შუახნის მილიარდერი, რობერტ რედფორდის შესრულებით, ქალთან სექსის სანაცვლოდ მილიონ დოლარს შესთავაზებს წყვილს.

საიტზე განთავსებულ ფოტოებში ალექსანდრა პროვოკაციულად გამოიყურება, ის ფოტოკამერის წინ საცვლებში პოზირებს და საკუთარი სხეულის მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობს. სააგენტოს ცნობით, პაემანი გერმანიაში შედგება. "მყიდველს" შეუძლია აირჩიოს სასტუმრო, სადაც ალექსანდრა მასთან ერთ ღამეს გაატარებს.

მომზადებულია ijr.com-ს მიხედვით