loader

სოსო პავლიაშვილი რუსული ფიჭური კომპანიის სარეკლამო სახე გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილი რუსული ფიჭური კომპანიის სარეკლამო სახე გახდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია МТС-ის სარეკლამო სახე გახდა. კომპანიამ სატარიფო გეგმა MAXI-ის მხარდასაჭერად ახალი სარეკლამო კამპანია ჩაუშვა. МТС-ის ტელერეკლამაში მთავარ როლს სოსო პავლიაშვილი ასრულებს.

სარეკლამო რგოლის სცენარის თანახმად, ცნობილი მომღერალი კაფეში გოგონას ხვდება და ამავდროულად მაყურებელს МТС-ის ახალი სატარიფო შეთავაზების უპირატესობას უმტკიცებს.

"სოსო პავლიაშვილის ენერგეტიკისა და მომხიბლველობის წყალობით ჩვენ შევძელით ლაკონურად და მკაფიოდ აგვეხსნა მომხმარებლებისთვის ამ ტარიფის უპირატესობა", - განაცხადა МТС-ის მარკეტინგული განყოფილების დირექტორმა, იულია კონევამ.

"სოსოს, როგორც ნამდვილ ქართველს, არ შეუძლია გულგრილად ჩაუაროს ლამაზ ქალს და მის გასაცნობად ყველაფერს აკეთებს. გარდა ამისა, ის თავდაჯერებულია და წარმოუდგენლად მიმზიდველი. გადაღებებზე დიდი სიამოვნება მივიღეთ. ეს ყველაფერი ვიდეორგოლში ასახული გულწრფელი ემოციის დამსახურებაა", - ამბობს BBDO Moscow-ის კრეატიული დირექტორი, ნიკოლაი მეღველიძე.