loader

რუს მოდელს პლასტიკური ოპერაციის გამო, მკერდიდან სისხლდენას ვერ უჩერებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუს მოდელს პლასტიკური ოპერაციის გამო, მკერდიდან სისხლდენას ვერ უჩერებენ

რუსი მოდელი და ტელეწამყვანი, მომღერალ პროროხ შალიაპინის ყოფილი საცოლე ანა კალაშნიკოვა მკერდიდან შეუჩერებელი სისხლდენის გამო საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც 32 წლის ლამაზმანი ამბობს, ეს პლასტიკური ოპერაციის შედეგია. შვილის გაჩენამდე, ექვსი წლით ადრე კალაშნიკოვამ ლონდონის კლინიკაში გაიკეთა მკერდის პლასტიკური ქირურგია, მაგრამ სექსუალური მკერდის ნაცვლად, მიიღო არაბუნებრივი ბურთები, რომლებმაც ფორმები დაკარგა და ქვასავით გამაგრდა. კალაშნიკოვამ მორიგი ოპერაციის გაკეთება უკვე მოსკოვში გადაწყვიტა. ექიმებმა ოპერაციის დროს აღმოაჩინეს, რომ ქალის მკერდში საკმარისი სილიკონი არ იყო. სამი ზომის მკერდის სილიკონის ნაცვლად, რისი ფულიც ანამ ოპერაციაში გადაიხადა, მას ორი ზომის მკერდის იმპლანტი ჰქონდა ჩადგმული. ცნობილი მომღერლის ყოფილმა შეყვარებულმა მკერდის ოპერაციისთვის თითქმის მილიონი გადაიხადა.