loader

რუსული ინტერნეტპორტალის მტკიცებით, ქეთა თოფურიამ ქმარს უღალატა - რა "ვიდეოკომპრომატს" ავრცელებს საიტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული ინტერნეტპორტალის მტკიცებით, ქეთა თოფურიამ ქმარს უღალატა - რა "ვიდეოკომპრომატს" ავრცელებს საიტი

"A Studio"-ს ქართველი სოლისტის, ქეთა თოფურიას შესახებ რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რამდენიმე რუსული სააგენტო, მათ შორის, Life იტყობინება, მომღერალი ქეთი თოფურია რეპერ გუფისთან რომანტიკულ ურთიერთობაში გამოიჭირეს. საახალწლო არდადეგები წყვილმა ერთად ტაილანდზე გაატარა. 37 წლის ალექსეი დოლმატოვი და ჯგუფ ”ა სტუდიოს” სოლისტი ერთ ვილაში დასახლდნენ. როგორც ვიდეოში ჩანს, ქეთა თოფურია საცურაო კოსტიუმში გუფის მკერდზეა წამოწოლილი. იმის გაგება, რომ წყვილმა ერთად გაატარა არდადეგები, მათი "ინსტაგრამგვერდის" დათვალიერებითაც შესაძლებელია, - იუწყება გამოცემა Life და Lifecorr-ით მიღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელშიც, ვიდეოს ავტორების თქმით, ქეთა თოფურია და გუფი არიან ასახულნი.