loader

თაკო გაჩეჩილაძის მღელვარე ემოცია, როცა გაიგო, რომ "ევროვიზიის" ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაკო გაჩეჩილაძის მღელვარე ემოცია, როცა გაიგო, რომ "ევროვიზიის" ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია

თაკო გაჩეჩილაძე "ევროვიზიის" ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია. საკუთარი სიმღერით - Keep the Faith სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე, კიევში.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
თაკო გაჩეჩილაძემ მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვებას აცრემლებული შეხვდა.

ასევე იხილეთ: სიმღერა, რომლითაც თაკო გაჩეჩილაძემ "ევროვიზიის" ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა