loader

გრანდიოზული პრიზები პროექტ "ლიბერთინსის"გამარჯვებულებისთვის და Loudspeakers-ის შთამბეჭდავი კონცერტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრანდიოზული პრიზები პროექტ "ლიბერთინსის"გამარჯვებულებისთვის და Loudspeakers-ის შთამბეჭდავი კონცერტი

ოლიმპიურ სასახლეში პროექტ "ლიბერთინსის" ორგანიზებით გამართულ ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტზე გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
იღბლიანი მკითხველები სუპერპრიზების მფლობელები გახდნენ. LIBER გათამაშებაში გათამაშდა ორკაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, ორკაციანი საგზური იტალიაში, ორი ველოსიპედი, HP-ის ორი ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი.

გამარჯვებულების გამოვლენასა და ღონისძიების მიმდინარეობისას მათთან სატელეფონო კომუნიკაციას, ოლიმპიურ სასახლეში მყოფი თინეიჯერები ოვაციებით ხვდებოდნენ.

გრანდიოზული ღონისძიება dj რემბომ წაიყვანა. კონცერტზე Loudspeakers-მა 10-ზე მეტი მუსიკალური ნომერი შეასრულა.

ღონისძიებაზე დასასწრებად 3000 ბილეთი გაიყიდა. დამსწრეთა დიდ უმრავლესობას თინეიჯერები წარმოადგენდნენ. როგორც მათ კონცერტის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, საღამო შედგა და ბედნიერები არიან, რომ თინეიჯერების საყვარელი ჯგუფის მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ. მათი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კითხვის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.