loader

რუსულმა გამოცემამ "მის მსოფლიოს" ქართველი კანდიდატის წარმომავლობის გამო სკანდალი ატეხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსულმა გამოცემამ "მის მსოფლიოს" ქართველი კანდიდატის წარმომავლობის გამო სკანდალი ატეხა

საქართველოს "მის მსოფლიო 2016"-ზე 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ულამაზესი ვიქტორია "ვიცე მის საქართველო 2015"-ია. ვიქტორია კოჩეროვა თბილისიდანაა. 174 სმ სიმაღლის, მწვანეთვალება, შავგვრემანი გოგონა IC Model Management-ის მოდელია.

რუსული გამოცემა LifeNews-ის სტატიაში, სახელწოდებით В Грузии возмущены отправкой на конкурс Мисс Мира девушки с украинскими корнями ქართველი მოდელის უკრაინულ წარმოშობას უსვამს ხაზს. სტატიას თანდართული აქვს ვიდეოც, რომელშიც გამოცემამ ქართველების აზრი მოისმინა, უნდა წარადგენდეს თუ არა საქართველოს "მის მსოფლიოზე" მოდელი არაქართული გვარით.