loader

ვინ არის ქართველი ირინა შეიკი - ვიდეოში მოდელი მისი ოჯახისა და გატაცებების შესახებ ყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქართველი ირინა შეიკი - ვიდეოში მოდელი მისი ოჯახისა და გატაცებების შესახებ ყვება

საქართველოს "მის მსოფლიო 2016"-ზე 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ულამაზესი ვიქტორია "ვიცე მის საქართველო 2015"-ია.

ვიდეოში, რომელშიც ვიქტორია თავის თავს და საქართველოს წარუდგენს მსოფლიოს, მოდელი ჰყვება მისი ოჯახისა და გატაცებების შესახებ. ვიქტორიას ტყუპისცალი - სოფი ჰყავს. ვიქტორია ბავშვობიდან გატაცებულია სპორტით და ამბობს, რომ სპორტი მისი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გოგონა IC Model Management-ის მოდელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობს.

ვიქტორია კოჩეროვა თბილისიდანაა. 174 სმ სიმაღლის, მწვანეთვალება, შავგრემანი გოგონა ცნობილ რუს სუპერმოდელს, ირინა შეიკს ჰგავს. ამაში მისი ფოტოების დათვალიერების შემდეგ თავადვე დარწმუნდებით. ვიქტორიას "ფეისბუქის" გვერდზე ბევრი უწერს, რომ შეიკს ჰგავს.

Victoria Kocherova – 21-year-old beauty to represent Georgia at Miss World 2016