loader

ანრი ჯოხაძე და თაკო გაჩეჩილაძე კახეთში ნაზი ბებოსთან ჩავიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანრი ჯოხაძე და თაკო გაჩეჩილაძე კახეთში ნაზი ბებოსთან ჩავიდნენ

მომღერლები: ანრი ჯოხაძე და თაკო გაჩეჩილაძე ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობ ნაზი ბებოს ესტუმრნენ. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ანრი ჯოხაძემ გამოაქვეყნა. გაჭირვებული მოხუცის გულშიჩამწვდომმა ისტორიამ სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ცნობილი ადამიანები, სასულიერო პირები (მამა პეტრე კოლხი), საზოგადოების აქტიური წევრები (აკა სინჯიკაშვილი) და სხვები ყვარელში ჩავიდნენ და მოხუცს საჩუქრები ჩაუტანეს. ამასთან, ნაზი ბებოს მდგომარეობით დაინტერესდნენ კომპანიები ("ნიკორა", "ლიტვური საცხობი"), მათ ბებოს დახმარება პროდუქტებით აღმოუჩინეს.

ასევე იხილეთ: "ხან 3 დღე ვარ მშიერი, მრცხვენია რომ ვთქვა, მოხარშული კვერცხი მინდა და ის არ მაქვს, რომ შევჭამო" - 90 წლის მოხუცის ემოციური ამბავი