loader

თბილისში ეროვნულ ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა - რა ხდებოდა საუკეთესო ბარმენების შოუზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ეროვნულ ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა - რა ხდებოდა საუკეთესო ბარმენების შოუზე

25 ოქოტომბერს თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriot-ში ყოველწლიური ეროვნული ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, სამი ყველაზე კრეატიული, გემრიელი და სასურველი კოქტეილების შექმნისთვის სამი ბარმენი გამოავლინა. პირველი ადგილი კახა მექვაბიშვილმა დაიკავა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი ლადო ბეგიაშვილს ერგო. გამარჯვებული ბარმენები უკრაინაში, 3 დღიან ბარ-კემპზე გაემგზავრებიან, რომელიც 7-9 ნოემბერს კიევში გაიმართება. მესამე ადგილზე გასულ ლევან ბარბაქაძეს ფულადი პრიზი- 500 ლარის ოდენობით ერგო. საკუთარი სიმპათია ჟურნალ ბომონდმაც გამოვლინა- გამარჯვებული ელენე კონჩარიანის შესახებ სტატიას ჟურნალის ფურცლებზე მალე იხილავთ.

ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამოცდილმა ბარმენებმა მიიღეს. კონკურსის მიზანი ბარმენების პროფესიული უნარების ამაღლება იყო.
ჩემპიონატი 2 ეტაპად წარიმართა. პირველ ეტპზე მონაწილეებმა კლასიკური, ხოლო მეორეზე საავტორო კოქტეილები სამ ეგზემპლარად დაამზადეს. საკონკურსო კოქტეილების მოსამზადებლად განსაზღვრული დრო, 7 წუთს შეადგენდა.
კონკურსანტები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდნენ: სტილი, ტექნიკა, დეგუსტაცია, და პრეზენტაცია. კონკურსის ორგანიზატორი საქართველოს ბარმენთა ასოციაცია გახლდათ. გენერალური სპონსორები კი TM NEMIROFF- ი და გამოცემლობა "მედია პალიტრა" იყვნენ.

ავტორი: ეკა მელიქიძე
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გიორგი კუსიანი