loader

"ისინი ამ სამყაროდან არ იყვნენ" - ქრისტინა აგილერა და მისი ჯგუფის წევრები ქართული ხალხური სიმღერით აღფრთოვანდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისინი ამ სამყაროდან არ იყვნენ" - ქრისტინა აგილერა და მისი ჯგუფის წევრები ქართული ხალხური სიმღერით აღფრთოვანდნენ

30 ივლისს პოპ-დივა ქრისტინა აგილერა Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს. გუშინ კი ბათუმში ჩასული მომღერალი აჭარული ღვინის სახლში იმყოფებოდა საკუთარ 40-კაციან ტექნიკურ და სასცენო ჯგუფთან ერთად. მათ ქართული სიმღერები მოისმინეს, რომლებითაც აღფრთოვანებულები დარჩნენ.

"როდესაც სადილი საუკეთესო სერენადით ფორმდება, რომელიც არასდროს მოგისმენიათ. ეს ვიდეო კარგად ვერ წარმოაჩენს ამ მამაკაცებს. ოთახში უნდა ყოფილიყავით. ვიბრაცია, რომელიც მათი ჰარმონიიდან გამოდიოდა, პირდაპირი გაგებით სულიერი განცდა იყო. არავის წარუდგენია ისინი, ასე რომ, არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ამ სამყაროდან არ იყვნენ", - წერს "ინსტაგრამზე" აგილერას ერთ-ერთი მოცეკვავე და თან ვიდეოსაც აქვეყნებს.

“Best serenade you've ever heard” - Christina Aguilera and her band members excited by Georgian folk songs