loader

"ტელეფონი რომ გადაგედო გვერდზე, შეამჩნევდი" - ჯენიფერ ლოურენსმა რეპორტიორს უხეშად მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტელეფონი რომ გადაგედო გვერდზე, შეამჩნევდი" - ჯენიფერ ლოურენსმა რეპორტიორს უხეშად მიმართა

მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, ამჯერად ჟურნალისტისთვის უხეში მიმართვის გამო. ფილმ Joy-სთვის მიღებული "ოქროს გლობუსის" შემდეგ მსახიობმა ტრადიციულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. როდესაც ერთ-ერთი რეპორტიორი სვამდა კითხვას, ჯენიფერმა მას შეაწყვეტინა და მიმართა: "არ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება ტელეფონს მიღმა გაატარო, ძმა. არ ქნა ეს. უნდა იცხოვრო მიმდინარე დროს".

ჟურნალისტმა თავისი კითხვის დასმა მაინც განაგრძო და "ოსკარები" ახსენა. ჯენიფერმა მას კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა სიტყვა და უთხრა: "ჩვენ "ოქროს გლობუსებზე" ვართ. ტელეფონი რომ გადაგედო გვერდზე, დაინახავდი".