loader

"ფლეიბოის" უკანასკნელი შიშველი მოდელი ქართველი გოგონაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფლეიბოის" უკანასკნელი შიშველი მოდელი ქართველი გოგონაა

მამაკაცებისთვის ორი ამბავი გვაქვს, ცუდი და კარგი: ყველაზე პოპულარული ჟურნალი Playboy თავის მთავარ ფუნქციას ივიწყებს და ეროტიკული შინაარსით გამოცემას წყვეტს. შესაბამისად, შიშველი ქალებისა და პლეიბოი-ფართების 62-წლიანი ეპოქა დასრულდა. თუმცა, მეორე და კარგი ამბავი ისაა, რომ გამოცემის ბოლო შიშველი მოდელი ქართველი გოგონა - კრისტი გარეტია. დასავლური მედია წერს, რომ გოგონა "ჯორჯიიდანაა", თანაც აკონკრეტებენ, რომ ეს ქვეყანაა და არა შტატი.

26 წლის კრისტი "მის თებერვალი 2016"-ია და ჟურნალის საბოლოო გარდაქმნამდე, რომელიც მარტის თვეშია დაგეგმილი, ბოლოჯერ გაიხდის Playboy-ს ერთგული მკითხველისთვის.