loader

მერილ სტრიპი როკერის როლში - მსახიობი ახალ ფილმში ქალიშვილთან ერთად თამაშობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერილ სტრიპი როკერის როლში - მსახიობი ახალ ფილმში ქალიშვილთან ერთად თამაშობს

ტრაგიკომედია - Ricki and the Flash ოსკაროსანი რეჟისორის, ჯონათან დემის ახალი სურათია, რომელშიც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. ეს მსახიობისთვის მეორე ფილმია, სადაც საკუთარ ქალიშვილთან, მემი გამერთან ერთად თამაშობს.

სიუჟეტის მიხედვით, მერილ სტრიპის გმირი დაბერებული როკ-ვარსკვლავია, რომელმაც ახალგაზრდობაში პოპულარობისა და სიმდიდრის გამო ოჯახზე უარი თქვა. წლების შემდეგ მას ყველაფრის გამოსწორების შანსი ეძლევა: ყოფილი ქმარი მომღერალს მასთან ჩიკაგოში ჩასვლას სთავაზობს, რომ მათ საერთო ქალიშვილს განქორწინების შემდეგ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს.