loader

ჯგუფ "მირაჟს" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღარ ამღერებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯგუფ "მირაჟს" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღარ ამღერებენ

ჯგუფ "მირაჟის" წევრები, ძმები პაატა და შოთა დუნდუები შოუბიზნესის "შავ სიებზე" საუბრობენ და კულტურის სამინისტროს საკითხში გარკვევას სთხოვენ, თუ რატომ აღარ ამღერებენ ჯგუფს კონცერტებზე. მათი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არც ერთ კონცერტზე არ იწვევენ.

მომღერალი შოთა დუნდუა ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია, ჯგუფ "მირაჟს" არცერთ სამთავრობო თუ არასამთავრობო კონცერტზე არ უმღერია. მისივე თქმით, რადიოჩარტებში ჯგუფს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და გაურკვეველია, რატომ ხდება მათი დაბლოკვა.

მომღერლების განცხადებით, მათი ინფორმაციით, კონცერტებზე მონაწილეობის მიღების საკითხი "სადღაც ზემოთ წყდება".