loader

რას პასუხობს ლაშა დამენია დავით კირკიტაძეს, რომელმაც იგი სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაგდებაში დაადანაშაულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს ლაშა დამენია დავით კირკიტაძეს, რომელმაც იგი სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაგდებაში დაადანაშაულა

"პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში დავით კირკიტაძის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ლაშა დამენია სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაგდებაში დაადანაშაულა, ლაშა დამენიამ დარეკა. როგორც მან გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, ზუგდიდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტი აიღო. მისი თქმით, 19 საარჩევნო უბანზე ვიდეო კამერა არ იყო, თუმცა, ყველა ამ უბანზე სანდრა რულოვსმა გაიმარჯვა. დამენიას განცხადებით, საარჩევნო პროცესი ზუგდიდში ძალადობრივად მიმდინარეობდა. მან კირკიტაძის განცხადებას "სიბინძურე" უწოდა.

ასევე იხილეთ:

სანდრა რულოვსს ლაშა დამენიამ საარჩევნო კამპანია ჩაუგდო - დავით კირკიტაძე