loader

ივანიშვილს სურს შეიქმნას კომფორტული ოპოზიცია, ბოკერიას კი სჭირდება პირადი გარანტიები - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილს სურს შეიქმნას კომფორტული ოპოზიცია, ბოკერიას კი სჭირდება პირადი გარანტიები - ნინო ბურჯანაძე

ივანიშვილს სურს შეიქმნას კომფორტული ოპოზიცია, ბოკერიას კი სჭირდება პირადი გარანტიები, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილს სააკაშვილის პოლიტიკა და იმ გუნდის მოქმედებები დისკომფორტს არ უქმნდა. ბურჯანაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა ის კი არ იყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა, არამედ მხოლოდ ის, რომ სააკაშვილი ფულს ახარჯვინებდა. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს სურს შეიქმნას კომფორტული ოპოზიცია ბოკერიას ფრთის სახით.