loader

რა დეტალს იხსენებს ელენე თევდორაძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეტალს იხსენებს ელენე თევდორაძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე?

ჩაჩუას დროს მასთან ერთად მუშაობდა ახალგაზრდა ექსპერტი, რომელიც ჩართული იყო ჟვანიას საქმეში. ის რატომღაც რამდენიმე დღეში პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაიყვანეს... ცოტა ხნის შემდეგ უცბად, მოკლეს, რატომ არავინ დაინტესდა ამით? - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლმა ელენე თევდორაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი თქმით, ჟვანიას საქმეში მას ბევრი კითხვა აქვს.

უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო.

ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ჩაჩუა გამართლდა.