loader

"თუ საჯარო მოხელემ არ იცის ელემენტარული ეტიკეტის ნორმები, რატომ აგყავთ სამსახურში?" - მერიის წარმომადგენლის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ საჯარო მოხელემ არ იცის ელემენტარული ეტიკეტის ნორმები, რატომ აგყავთ სამსახურში?" - მერიის წარმომადგენლის პასუხი

მერიის და საკრებულოს 40 თანმაშრომელს დიპლომატიური ურთიერთობების პროტოკოლისა და ეტიკეტის წესებს სპეციალური პედაგოგები შეასწავლიან. ამ საკითხზე გამოცხადებულ ტენდერს საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში მითქმა-მოთქმა უკვე მოჰყვა.

როგორც მერიის მუნიციპალური სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია ლატარია აცხადებს, ასეთ ტენდერებზე მერიის სახელფასო ფონდის მხოლოდ 1 % იხარჯება. ტრენინგით გათვალისწინებულია, რომ მერიის და საკრებულოს პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის თანამშორმლებს ჩაცმის, მაგიდასთან მოქცევის, საზეიმო ვახშმის , დოპლომატიურ პრაქტიკაში საჩუქრის მნიშვნელობის წესები, ასევე სხვა საკითხები უნდა ასწავლონ.

ამ თემაზე ნათია ლატარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ვრცლად ისაუბრა.