loader

პურის ეტიკეტირება სავალდებულო 2018 წლიდან გახდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პურის ეტიკეტირება სავალდებულო 2018 წლიდან გახდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლიდან პურის ეტიკეტირებისა და საკვები დანამატების რეგულირების ახალი წესი შევა ძალაში. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი იქნებიან, პურთან მიმართებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის მიხედვით, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ შავ პურში აკრძალული საკვები დანამატებისა და საღებავის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

პურ-პროდუქტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პურის წარმოებაში დანამატების გამოყენება მსოფლიოში მიღებულია და ადამიანის ჯანმთელობისთვის საზიანო არაა. ასოციაციის თამჯდომარე შავი პურის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას ბიზნესოპერატორების არაპროფესიონალიზმს უკავშირებს.

პურ-პროდუქტთა ასოციაციის განმარტებით, შავი პურზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს და მისი ხარისხის კოტროლის მექანიზმიც ნელ-ნელა მკაცრდება.