loader

ტექნოლოგია კიდევ ერთი დედამიწის აღმოსაჩენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექნოლოგია კიდევ ერთი დედამიწის აღმოსაჩენად

Project Blue "პროექტი ლურჯი" არის უახლესი ამბიციური ინიციატივა, სურათები გადაუღოს ალფა კენტავრის დედამიწის მეზობელი გალაქტიკის პლანეტებს, სიცოცხლის აღმოჩენის მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს მაცივრის ზომის ტელესკოფის აშენებას და კოსმოსში გაშვებას, რათა მან აღმოაჩინოს და აღბეჭდოს დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტები, რომლებიც მეზობელ გალაქტიკაში მოძრაობენ. პროექტის სახელიდან გამომდინარე, ტელესკოპის ფუნქცია იქნება, იპოვოს ისეთი პლანეტები, რომლებსაც ლურჯი ელფერი ექნებათ, რაც შესაძლოა, იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ იქ წყალია ან პლანეტის გარშემო ატმოსფეროა.

ტელესკოფის კოსმოსში გაშვება 2019 წლისთვის იგეგმება და ის იქ 2 წელს დაჰყოფს. პროექტის ღირებულება 10-50 მილიონ დოლარს შორის მერყეობს. NASA-ს სხვა ტელესკოპებისგან განსხვავებით, რომლებიც შორეული პლანეტების ვარსკვლავების კაშკაშს და მათ გავლას აკვირდება, Project Blue-ს ტელესკოპი უშუალოდ პლანეტებს აღმოაჩენს დაკვირვების შედეგად. პროექტის ხელმძღვანელის, ჯონ მორსის თქმით, პირველად ისტორიაში, მათ ექნებათ ტექნოლოგია, რათა აღმოაჩინონ კიდევ ერთი დედამიწა.